13:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 23:07:01, 1072 ნახვა

მსოფლიო
აშშ და რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვალს სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუკი ყველა მხარე ამის მზადყოფნაზე ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამასთან საუბრის ინიციატივა რუსეთიდან მოდიოდა. 

რუსეთის ხელისუფლების პოზიციით ეს შეთანხმება არ ვრცელდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ ცეცხლის შეწყვეტაზე.

შესაბამისი შეთანხმება უკვე აისახა ამერიკის, რუსეთისა და  სირიის კრიზისის მხარდამჭერი სხვა ქვეყნების  ერთობლივ განცხადებაში, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა მხარემ საკუთარი მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 26 თებერვლის ღამის 00:00 საათამდე უნდა დააფიქსიროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics