2024-09-13 15:14:48, 521 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებაში რჩება
ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებაში რჩება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა თურქეთი თავისი პოზიციის სისწორეში დაარწმუნოს.
"ეს თემა შედის ჩვენსა და ჩვენს თურქ მეგობრებს შორის უთანხმოებების კატეგორიაში. ვაგრძელებთ ჩვენს მიზანმიმართულ მცდელობებს, განვუმარტოთ თურქ მეგობრებს და კოლეგებს ჩვენი თვალსაზრისი. ვიმედოვნებთ, ეს დროთა განმავლობაში მისცემს ანკარას შესაძლებლობას, უკეთესად გაგვიგოს, უკეთესად გაიგოს და დაეთანხმოს ჩვენს დასკვნებს. ვაგრძელებთ თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა პესკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,