2024-09-11 11:30:52, 517 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ლიდერებმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერეს.
ნაუსედას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად",- წერს ნაუსედა.
სილინას თქმით, ლატვია უკრაინელ ხალხთან იქნება გამარჯვებამდე და ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
შეგახსენებთ, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემიც ჩადიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,