2024-08-30 09:31:23, 534 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბმა F-16-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნა დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, F-16-ის ტიპის თვითმფრინავის განადგურების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
"26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ები გამოიყენა.
საჰაერო ორთაბრძოლის დროს ავიაგამანადგურებლებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მეტოქის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.
ერთ-ერთმა თვითმფრინავმა იერიშის დროს ბაზასთან კავშირი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი დაღუპულია", - წერია გენშტაბის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,