21:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 15:35:18, 776 ნახვა

რეგიონი
კასპის მე-3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა

ქალაქ კასპის #3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. იუბილეს ესწრებოდნენ  სხვადასხვა თაობის ყოფილი აღსაზრდელები, აღმზრდელები და მშობლები, რომლებმაც გაიხსენეს სწავლის და მუშაობის ეპიზოდები. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს იუბილე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს.

"ვახტანგ მაისურაძემ საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობისთვის, წარმატება უსურვა და როგორც ყოველთვის  მხარდაჭერა აღუთქვა.

საბავშვო ბაღში, რომელსაც 12 წელია თეა ქუტაშვილი ხელმძღვანელობს, შექმნილია ყველა პირობა პატარების სკოლამდელი განათლების სათანადო გარემოში მიღებისათვის",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics