12:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:51:15, 958 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - ნინო ნიჟარაძემ ღვაწლმოსილი ექიმი ვახტანგ ბერიძე დააჯილდოვა

​აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ექიმი ალერგოლოგი, პედიატრი, ვახტანგ ბერიძე, 70 წლის იუბილესა და აჭარის ა.რ. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

"ბატონ ვახტანგს სამინისტროს სახელით ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებულ და ნაყოფიერ წლებს როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ბატონი ვახტანგი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, პროფესიის ერთგულებითა და პაციენტებისადმი გულისხმიერებით, აღსანიშნავია მისი როლი რეგიონში სხვადასხვა სამედიცინო პროგრამების დანერგვისა და განხორციელების პროცესში",- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვახტანგ ბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მოგვიანებით ორდინატურა გაიარა მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფლობს სახელმწიფო და საერთაშორისო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ალერგოლოგიაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში საქმიანობს 1987 წლიდან. პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics