00:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 10:01:39, 958 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს

„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხზე მსჯელობს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ობამას განცხადებით, აშშ უკრაინას იარაღს იმ შემთხვევაში მიაწვდის, თუ კონფლიქტი დიპლომატიური გზით არ მოგვარდება.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი  ანგელა მერკელი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics