12:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 16:33:02, 1394 ნახვა

რეგიონი
დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2023 დაირეკა

დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2023 დაირეკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლაში  გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.

„მეთორმეტე  კლასელებმა წარმოადგინეს მინიატურები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

სკოლის დამთავრება მოსწავლეებს ასევე, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორმა, მზია გოგაძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს.

ბოლო ზარი შუახევში 157 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან დაბა შუახევის საჯარო  სკოლა 16 მოსწავლემ დაამთავრა“,- აღნიშნულია  მერიის ინფორმაციაში.


 

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics