08:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:27:58, 1595 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერიის თანამშრომლებს წარუდგინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმილი პროგრამული სიახლეები, ქალაქ ბათუმის მერიაში, მერის წარმომადგენლებს  და მერიის თანამშრომლებს გააცნო.

გეგმის თანახმად 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარით გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.

,,შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები  გავაცანით. განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელის ამოქმედების საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში განხორციელებული თანადაფინანსების მეთოდი. ასევე, ის ახალი პროგრამები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

 შეხვედერას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics