04:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 16:35:36, 1379 ნახვა

რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ტრაგიკული და მტკივნეულია საქართველოსთვის, დღეს გავიხსენეთ გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემსხვერპლნენ. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს მომავალს“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა ქალაქ ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკულ მოვლენები და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ქალაქის ცენტრალურ პარკში, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. ღონისძიებაში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ მიიღო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics