2022-07-29 15:30:09, 1663 ნახვა
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ კასპის მუნიციპალიტეტში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“-ს ფარგლებში სოფელ ზემო ხანდაკში ანაკრები მონოლითური რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები შპს „მშენებლობა 2020“ ჩაატარა. სანიაღვრე არხი უხვი ნალექისგან გზის საფარის დაცვას უზრუნველყოფს. ამმის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამით კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფერმაში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
არხის გაწმენდის სამუშაოები შპს „შალე“-მ განახორციელა. არხი სრულად გაასარწყავებს სოფელ ფერმის მიწის ფართობებს და ხელს შეუწყობს ჭებში წყლის მარაგის შევსებას.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით მოსახლეობის მიერ დაგეგმილი პროექტების სამუშაოები აქტურად მიმდინარეობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),