2022-07-21 17:25:10, 1332 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ამირან მამალაძის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო
21 ივნისი, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ამირან მამალაძის დაბადების დღეა. მას დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან მამალაძის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ამირან მამალაძე, აგვისტოს რუსეთ–საქართველო ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბარათაულში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),