08:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 21:25:05, 1255 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს სოფლების ქვემო რენეს და ნიგოზას ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი, ასევე ზემო და ქვემო რენეს ერთმანეთთან შემაერთებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტი იუწყება.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს შიდა ქართლის მხარის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ, მოადგილე სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

„ამჟამად მზადდება გზის საფუძველი, ეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და დაიგება ასფალტის ფენა.

ორივე სოფლის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია, გასულ წელს სოფელ ჩობალაურის და ზემო რენეს გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის სრული სამუშაოების ღირებულება 1 336 200 ლარია.

ავტობანთან დამაკავშირებელი ოთხივე სოფლის  ამორტიზირებულ გზაზე გაჩენილი იყო ორმოები, სანიაღვრე არხის არქონის გამო დაზიანების ხარისხი იზრდებოდა, გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს ისე სატრანსპორტო საშუალებებს. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics