13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 11:22:49, 2079 ნახვა

სამხედრო
52-ე საარტილერიო ბატალიონის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონი და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.

„ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი  ბატალიონის დაგეგმარებისა და საბრძოლო ელემენტების შეფასებას დაეთმო,  მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დააკვირდნენ“.- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics