10:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:55:23, 792 ნახვა

ზაალ უდუმაშვილი - ყველა დიდ ქალაქში მოვიგეთ, მათ შორის თბილისსშიც, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია

„ოპოზიციამ მოიგო ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისიც“,- ამის შესახებ პარტია „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს საფლავში.

„ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, „ქართული ოცნება“ დამარცხდა. შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც გაიმარჯვა.

ამ ინფორმაციას გვიდასტურებს ის მონაცემები, რაც ჩვენ საარჩევნო უბნებიდან მივიღეთ, მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მოვიგეთ თბილისიც. 

მოხდა ისტორიული ფაქტი, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია,

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კი მივმართავ ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია.

ყველას გელოდებით 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics