06:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 19:19:50, 670 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი საქალაქო სასამართლოს მიერ უგულავას გათავისუფლებას ეხმაურება

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას გათავისუფლება სწორი სამართლებრივი ფორმაა.
"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროულად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. 
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. 
საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics