2015-09-16 12:51:21, 783 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 9,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 9,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
აქედან, 2 700 ტონამდე რქაწითელი, 3 100 ტონამდე საფერავი, 520 ტონამდე კახური მწვანე და 3 050 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
„რთველში, რომელიც კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს, მოგვიანებით საგარეჯოს რაიონიც ჩაერთვება. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში 28 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა ჩართული, მათ შორის, 8 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში 90-მდე ღვინის კომპანიაა დერეგისტრირებული“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან