2020-06-11 15:50:08, 18643 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19 სამედიცინო სფეროს ოთხ მუშაკს დაუდგინდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ19 სამედიცინო სფეროს ოთხ მუშაკს დაუდგინდა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა, ხოლო სამი დღეს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია. მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდ19. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევონია აქვს. რაც უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენს ამ წუთას, სამედიცინო პერსონალიდან 4 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. გუშინ პირველი შემთხვევა გამოვლინდა და დღეს კიდევ სამი დაემატა. წყაროს თქმა რთულია, პირველს ვისაც დაუდასტურდა იყო დამლაგებელი და პაციენტებთან შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან