10:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 14:29:35, 1177 ნახვა

მსოფლიო
მაკედონია მიგრანტების ნაკადს ვეღარ უმკლავდება

მაკედონიას საბერძნეთის საზღვარზე დაგროვილი მიგრანტების მისაღებად რესურსები აღარ ჰყოფნის.

ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა პოპოსკიმ განაცხადა.

ყოველდღიურად 3–3.5 ათასი მიგრანტი ცდილობს ჩვენი საზღვრის გადაკვეთას. მაკედონიაში სულ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ჩვენ ამ პრობლემას ვეღარ ვუმკლავდებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მაკედონიას საზღვრის უკანონო კვეთაზე კონტროლის გაძლიერება მოუხდა, რისთვისაც ის სპეციალურ კედელს ააშენებს.

პოპოსკის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მაკედონიის გავლით ევროკავშირში 44 ათასი მიგრანტი მოხვდა, მათი უმრავლესობა ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics