14:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 14:08:37, 1047 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის 4 შემთხვევის გამოვლენა არ დასტურდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენას არ ადასტურებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა, ტუბერკულოზის 4 შემთხვევა არა  24-ე სკოლაში, არამედ, შესაძლოა, მთლიანად სკოლებში დაფიქსირდა.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტუბერკულოზის დაავადება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირდება, მათ შორის სასკოლო ასაკშიც, თუმცა, მათივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის კონტაქტების ეფექტურ  კვლევას ახორციელებენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ დღეისათვის, ტუბერკულოზის დაავადების გავრცელების კუთხით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ზოგადად, ტუბერკულოზი გავრცელებული დაავადებაა ჩვენს  ქევაყანაში, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირდება, მათ შორის  სასკოლო ასაკშიც.სკოლის შემთხვევები ახლა  არ იკვეთება და რომც იყოს და რომც დაფიქსირდეს სკოლებში, სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს კონტაქტების მაქსიმალურად კვლევას, როგორც ოჯახური, ასევე სხვა ახლო  ტიპის კონტაქტების და მათ შორის კლასის მასშტაბით იგულისხმება. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური ტერიტორიული ვინც არის, თუ თბილისშია თბილისის აკეთებს ამ კვლევას, თუ რაიონებშია, შესაბამისი რაიონი ამას ყველაფერს უზრუნველყოფს მაქსიმალურად გულისხმიერებითა და ბოლომდე. ასე რომ, საპანიკო და აღსაშფოთებელი ნამდვილად არაფერი არის. 24-ე სკოლაში 4 შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ცალკეულ სკოლებში რაღაც პერიოდულობით თოთო შემთხვევა შესაძლებელია იყოს. თანაც, ტუბერკულოზს სწრაფად გადაცემა არ ახასიათებს, ერთდროულად 4, 5  და 9 შემთხვევა ასე არ რეგისტრირდება.შეიძლება ვინც კონტაქტშია, რამდენიმე წლის შემდეგ გამოუვლინდეს",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics