15:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 09:46:29, 876 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი სამხედრო
ზახაროვა: აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდული, თუმცა მას ბევრი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. 

ინფორმაციის ავტორები, არც კი შეწუხდნენ იმით, რომ რამე რეალისტური ამბავი მოეფიქრათ. სამწუხაროა, რომ ასეთ ინფორმაციას ბევრი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. ეს აბსურდია და მსგავსი არაფერი ხდება. როგორც ვვარაუდობთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამ დღეებში რუსეთში რატიფიცირებულ შეთანხმებასთან, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ. თუკი ასეა, შეგახსენებთ, რომ ეს დოკუმენტი ასახავს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში, რაც არანაირად არ უქმნის საფრთხეს მეზობელი ქვეყნების ინტერესებს. საქართველოში დაუსაბუთებელი ინსინუაციების გავრცელება გვიჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მისი კომენტარი ეხებოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გალი „სამხედრო ქალაქი“ გახდება, რომელშიც რუსეთის სამხედრო ბაზები და აეროდრომები აშენდება და არმიის უზარმაზარი კონტინგენტი განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რატიფიკაციის კანონს, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ, ხელი მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics