23:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 16:49:56, 4982 ნახვა

კულტურა
ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ყანდიაშვილი გამოფენისთვის ემზადება

23 წლის ქართველი მხატვრის მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „იდენტიფიკაცია“ „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“-ში, 11 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. მარიამ ყანდიაშვილი ნამუშევრების უმეტესობა 2015–2016 წლებში საქართველოსა და ინგლისშია შექმნილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნილი ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები, ლიტერატურის, პოეზიის, მითოლოგიური სიუჟეტებისა და 60–70-იანი წლების მუსიკის ილუსტრაციები, ფრაგმენტები გრაფიკული ნოველებიდან, კოლაჟები. ექსპოზიციის კონცეფცია საკუთარი თავის ძიების პროცესს ეხება. დედამიწის მასშტაბით, შემოქმედადამიანებს შორის არსებული ჯაჭვი და ბრძოლა მარტოობასთან - ეს ის მთავარი თემაა, რომელსაც ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ეძღვნება.

23 წლის მარიამ ყანდიაშვილს უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა თბილისში და ასევე, კოლაბორაციული გამოფენები მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებში : თბილისში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და ფლორენციაში. იგი, ასევე, არტ–წიგნის „A Place for us” - ავტორია. მისამართი: აღმაშენებლის #136-ში მდებარე „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics