2015-03-14 18:47:41, 604 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 33:0 დაამარცხა
საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 33:0 დაამარცხა.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მაჩხანელი გააცილეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.
მაჩხანელის პატივისცემის ნიშნად თამაშის მე-14 წუთზე მას გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. მაჩხანელი ნაკრებში 14 ნომრით თამაშობდა.
როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება გულშემატკივრები დღევანდელ მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით იყვნენ მისულები.
მიხეილ მესხის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი ყველა ადგილი შევსებულია.
მატჩის ბილეთები კი 3 დღის ადრე იყო გაყიდული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან