10:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:04:25, 1082 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯაფარიძე: ვერ ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე რევოლუციაზე საუბარს ბოდვად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური განწყობა არ არის და არც არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველია.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის ვერ ხედავს რაიმე საფუძველს იმისა, რომ რაღაც ტოტალური გაყალბება ხდებოდეს ქვეყანაში.

“თუ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება, მაშინ ხალხს აქვს უფლება ხელისუფლება შეცვალოს მათ შორის არაკონსტიტუციური მეთოდებითაც კი. მაგრამ ზოგადად არანაირი რევოლუცია არ იქნება ქვეყანაში, ამის არც ფონი არსებობს, არც განწყობა და ვერც ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს, ასეთი მოცემულობა არ არის. არჩევნებზე არის ბევრი პრობლემა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო სისტემა, რომ არის არასწორი, მაგრამ ვერც მე და ვერც დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლები, რომლებთანაც მე მაქვს კომუნიკაცია, ვერ ვხედავთ რაიმე საფუძველს იმისა, რომ რაღაც ტოტალური გაყალბება ხდებოდეს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 100 პროცენტიანი ნდობა არც ერთი ეგზიტპოლის და სოციალური კველევის არ აქვს, მათ შორის არც „რუსთავი 2“-ის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics