14:53 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 11:11:54, 1057 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქვეყნის გაბანძების მაგალითად აქცია

„ბიძინა ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი  პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა“, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნა.

როგორც სააკაშვილმა  აღნიშნა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას ემსახურებოდა.

„ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაახლოებით ორას მილიონ დოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას. შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა, უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძების და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია.

მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ანტისაგანმანათლებლო ინიციატივაში“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics