2015-03-12 17:42:54, 369 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
საგანელიძის თქმით, ის ამით კონსტიუტუციას არ არღვევს.
ამასთან, დეპუტატი ქუთაისში რიგგარეშე სხდომის დანიშვნას დემაგოგიას უწოდებს.
„რიგგარე სხდომის დანიშვნა ქუთაისში და მთელი მთავრობის და პარლამენტის იქით გაქცევა და გამოქცევა ეს არის მხოლოდ დემაგოგია, პიარი. ამის ნათელი მაგალითია, ის რომ წინა საპარლამენტო დღეებში, როცა ყველანი ქუთაისში ვიყავით დღის წესრიგი მტკიცდებოდა ოპოზიციიდან არცერთ დეპუტატს ხელი არ აუწევია და არ უთხოვია მოდით დღის წესრიგში ეს საკითხი ჩავსვათო. მაინცდამაინც ხმაურით უნდათ, რომ რიგგარეშე სესია ჩატარდეს. მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი“,-აღნიშნა საგანელიძემ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან