2015-03-10 12:01:40, 599 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში შავ ზღვაში თევზჭერის საკითხებზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შავ ზღვაში თევზჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის შეხვედრას მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აბდელა თროური დაესწრნენ.
მხარეებმა თევჭერის მიმართულებით ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნასა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების საკითხები ასევე, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის სამოქმედო გეგმის პესრპექტივები განიხილეს.
თევზჭერის გენერალურ კომისიაში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გარდა გაერთიანებულია შავი ზღვის სამი ქვეყანა - რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან