17:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 14:05:41, 1279 ნახვა

სპორტი
ბერძენიშვილი: „ოცნებამ“ პარტიული ღონისძიება ბიუროს სხდომაზე წინ დააყენა, რაც უპასუხისმგებლობაა

„რესპუბლიკური  პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩაშლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარტიული ღონისძიება პარლამენტის საქმიანობაზე მაღლა არ უნდა იდგეს.

„ბიუროს სხდომაზე იმიტომ არ მოვიდნენ უმრავლესობის წევრები, რომ მათი თქმით პარტიული ღონისძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიურო. ეს მაინცდამაინც პასუხისმგებლიანი განცხადება არაა ეს, რომ პარლამენტართათვის პარტიული ღონისძიება ბიუროსა და პარლამენტის მუშაობაზე მაღლა იდგეს. მათ არც კი გააფრთხილეს პარლამენტის თავმჯდომარე. იმედი მაქვს, რომ ბიუროს სხდომა ხვალ შედგება, მაგრამ ეს არის „ოცნების“ დეპუტატების დამოკიდებულება პარლამენტისადმი, პარლამენტის თავმჯდომარისადმი და ზოგადად, საკუთარ საქმიანობისადმი, რომელშიც სხვათა შორის, ყველა ხელფასს იღებს. პარლამენტის წევრობა სახვეწარი არ არის. აქედან, გამომდინარე „ოცნების“ დეპუტატების საქციელი ცოტა გაუგებარი იყო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე არ მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის მთელი შემადგენლობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics