13:36 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 16:30:29, 781 ნახვა

სხვადასხვა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა" - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის ფარგლებში, რესტორან „ბერმუხადან“ მზა კერძების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიული კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ, ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის (E.coli) ბაქტერიები. აღნიშნულთან დაკავშირებით, რესტორანში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics