19:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 11:31:46, 815 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის თემის სამედიცინო პუნქტებს მედიკამენტები გადაეცემა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებს, გლუკომეტრის აპარატებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს და წნევის საზომ აპარატებს გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკამენტებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებებს 46 თემის სამედიცინო პუნქტი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში 39 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს.

მიმდინარე წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მოსახლეობას, ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით სამედიცინო მომსახურება გაეწია 35 638 სოფლის მცხოვრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics