10:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 11:39:19, 1191 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი ძალაში დღეს შევიდა

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი ძალაში შევიდა, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

დღეს სავჩენკოს განაჩენი ძალაში შევიდა, რადგან სააპელაციო სარჩელის წარდგენის ვადა გავიდა.

კანონის თანახმად, განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ დღეიდან 10 დღის განმავლობაში სავჩენკო იმ ციხეში უნდა გადაიყვანონ, სადაც ის 22 წლიან პატიმრობაში იქნება.

ჯერ უცნობია თუ რომელ კოლონიაში გადაიყვანენ სავჩენკოს, თუმცა მისი ადვოკატის თქმით უკრაინის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ სავჩენკომ სასხელი უკრინის ერთ-ერთ ციხეში მოიხადოს. გარდა ამისა, მას აქვს იმედი, რომ რუსული მხარე პატიმრების გადაცვლაზე დათანხმდება.

ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics