17:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 15:34:01, 363 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი დასრულდა. პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და ოპოზიციას მიმართა.

ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. ხალხი ითხოვს არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას.  ხალხო, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ ორგანიზებული, რა არის საერთო მტერი, პრობლემა და რაღაცას ვაკეთებდეთ, დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში და დავცხებთ ერთმანეთს. არ არის ეს არც სწორი და არც ნორმალური, - თქვა ხაბეიშვილი.

არ შემიძლია არ ვისაუბრო მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რა მაგარია, ამერიკელებმა თურმე დარეკეს და არ დავრჩებით ხალხო მარტო, აქეთ ვიღაცები დეპრესიაში ჩავარდნენ. ხალხო, რაღაც თუ არ იცით [ამის თქმა არაა უხერხული]. პირობითად, არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ - ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. ეს რომ ყოფილიყო კარგი ზარი, რუბიოს რომ ეთქვა - ე, ირაკლი, როგორ ხარ ჯიგარო? ეს დილას „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ იქნებოდა, რომ რუბიომ დაურეკა ირაკლის. თავს მოგვაჭამდნენ... ვერც ეს გამოვიყენეთ.

მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში.

ყველა სოციალურ ქსელშია და არ ვიცი, ალბათ, ტელევიზორს მარტო მე ვუყურებ და მე გადავირიე ერთი და იგივე რომ გადის ტელევიზორში - ყველა ექსპერტია და გამოდის, რომ 2012 წელს მე, ხატია დეკანოიძეს და თინა ბოკუჩავას მოგვიყვანია ბიძინა ხელისუფლებაში... არ შეიძლება ასე, ერთმანეთს ყველამ ხელი ჩავკიდოთ, დარწმუნებული ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ საბოლო ჯამში, ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics