18:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 18:21:33, 537 ნახვა

პოლიტიკა
ირანში რეჟიმმა ფილმ უბრალო შემთხვევის სცენარისტი დააკავა

აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმმა ფილმ "უბრალო შემთხვევის" ოსკარზე ნომინირებული ერთ-ერთი სცენარისტი, მეჰდი მაჰმუდიანი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე თეირანში დააკავა.

კოლეგების თქმით, მეჰდი მაჰმუდიანი შაბათს დააკავეს, თუმცა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ დეტალები ამ დრომდე უცნობია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან და კიდევ 16-მა პირმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ხამენეისა და დემონსტრანტების მიმართ რეჟიმის ძალადობრივ რეპრესიებს გმობდნენ. ირანელი სცენარისტის გარდა რეჟიმმა განცხადების კიდევ ორი ხელმომწერი დააკავა.

ცნობისთვის, “უბრალო შემთხვევა” საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიებში ოსკარზეა ნომინირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics