22:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 12:55:39, 17485 ნახვა

კომენტარი
ოცნების დეპუტატი: ვიღაცის ნაბოდვარზე BBC-ის მიერ ამხელა სიყალბის აგება, შეურაცხმყოფელია

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი სოსიაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე კომენტარს აკეთებს. 

გამოძიება მიდის. რაც შეეხება ვიღაცის ჭორაობას და ვიღაცის ნაბოდვარზე ამხელა სამაუწყებლო კორპორაციის მიერ სიყალბის აგებას, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და კონკრეტული დანაშაული. სად დავიხიეთ [უკან]? ვისთან დაგვიხევია, რომ ახლა დავიხიოთ? ქართველი ხალხი არავის წინაშე არ იხევს, კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულ ოცნება არის ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება"- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. 

მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics