|
2025-03-13 11:24:53, 915 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ვინც კურსკშია შემოჭრილი, არიან ტერორისტები და უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს
ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა. "ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა. პუტინის თქმით, ამის მიუხედავად, საჭიროა ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა, თუმცა აქვე დაიმუქრა, რომ ჟენევის კონვენცია უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებზე არ ვრცელდება. "სწორედ ახლა ვალერი ვასილევიჩმა (გერასიმოვმა) ახსენა ტყვეები. თუმცა, ამ ადმიანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად. ჩვენ ყველა ადამიანს ვექცევით და მომავალშიც უნდა მოვექცეთ ჰუმანურად - ყველას, ვინც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოელ დაქირავებულებზე ჟენევის 1949 წლის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის კონვენცია არ ვრცელდება." - თქვა პუტინმა. გასულ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)