18:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:22:31, 1076 ნახვა

კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს მოუწევს ჩვენი ატანა

,,რესპუბლიკელები" კოალიციაში ვრჩებით და არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს ისევ მოუწევთ ჩვენი ატანა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

დეპუტატმა ორპარტიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, გუშინ "რესპუბლიკელებისა" და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის პრობლემა  არ არის. პრობლემა არის ნატოსა და კოალიციას შორის ცალკეულ მოსაზრებებს შორის.

„ორპარტიული თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ორი პარტია - „რესპუბლიკური პარტია“ და „ქართული ოცნება“, იმუშავებენ დოკუმენტზე, სადაც შეაჯერებენ ხედვებს და მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც არის ჩვეულებრივ, ნორმალურ, წესიერ ქვეყნებში კოალიციებში შემავალ პარტიებს შორის. ვრჩებით კოალიციაში, ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და წარმატების შემთხვევაში ზოგიერთს მოუწევს ჩვენი ატანა,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics