12:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 12:06:34, 844 ნახვა

სხვადასხვა
ბრაზილიის პოლიციამ Facebook-ის ლათინოამერიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

ბრაზილიის სამართალდამცავებმა ქსელი Facebook-ის ლათინოამერიკის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, დიეგო ჯოდანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი სამართალდამცველებისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა აღმოჩნდა.

მისი დაკავება სან-პაულოში მაშინ მოხდა, როდესაც სამსახურისკენ მიემართებოდა. სასამართლო ორდერის თანახმად, ტოპ-მენეჯერმა სამართალდამცველების მოთხოვნა არ შეასრულა, რომლის თანახმადაც ჯოდანს  ნარკოტრაფიკისა და ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის ფარგლებში კონფიდენციალური ინფორმაციის WhatsApp-დან მიწოდებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში სან-პაულოს შტატის სასამართლომ ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალური ქსელის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ამერიკულმა კომპანიამ ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. თუმცა, სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ ეს განაჩენი გააუქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics