2023-12-22 15:02:19, 1223 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ ტკბილეულისა და ნუგბარის ნობათები გადასცა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ, აა(ი)პ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, აიშე თებიძესთან ერთად დოლოგნის საბაშვო ბაღის საახალწლო ღონისძიებას დაესწრო და აღსაზრდელებს ტკბილეულის ნობათი დაურიგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქედის მერიის ცნობით, საახალწლო ღონისძიება მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღში გაიმართა.
"საახალწლო ტკბილეულის ნუგბარი 15 საბავშვო ბაღის 500-მდე აღსაზრდელს გადაეცა.
საახალწლო არდადეგები დღეიდან მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში შეწყდება და 2024 წლის იანვარში განახლდება", - აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),