2023-10-26 12:22:22, 1248 ნახვა
რეგიონი
კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"შენობაში ამჯერად ლესვითი, ელექტრო და ცენტრალური გათბობის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კულტურის სახლს რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები ასევე დაიტვირთება ფუნქციონალურად.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 775 777 ლარით ფინანსდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),