23:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 17:35:56, 724 ნახვა

სამართალი
გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულ პირს მალე დააკავებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ ლიკანში პოლიციელების დაჭრაში  ბრალდებულ პირს  მალე დააკავებენ.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს ბორჯომში პოლიციელ გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვაზე  განუცხადა, პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

"ყველაფერი გავაკეთეთ,  ქართველმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაგვერჩინა გიორგი, ჩვენი გოგიტა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და ამ შედეგამდე მივედით.ჯერჯერობით არ არის დაკავებული ის პირი. მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დააკავებენ ამ პიროვნებას და კანონის შესაბამისად  უმკაცრესად დაისჯება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ  დროს  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი, თბილისში გადაიყვანეს. გიორგი ბერუაშვილი 6 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული  ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics