00:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 05:12:06, 1727 ნახვა

სხვადასხვა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1933-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ.

"საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ, ბულგარეთმა და ასევე ევროპარლამენტმა.

ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი, ზუსტი რიცხვი უცნობია. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics