2021-07-29 11:48:52, 1369 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის
ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი [საერთაშორისო პარტნიორებისთვის], - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ანულირება არანაირი რუსული სცენარი არ არის.
„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხება ანულირებულად გამოაცხადა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან