19:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 02:26:39, 8954 ნახვა

სხვადასხვა
თეოდორ რუზველტი V - ეს ქანდაკება ბაბუაჩემის მემკვიდრეობას არ ასახავს

ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე თეოდორ რუზველტის ქანდაკების აღების გადაწყვეტილებას 26-ე პრეზიდენტის შვილთაშვილი თეოდორ რუზველტ მე-5-ე გამოეხმაურა, როგორც მან მედიას განუცხადა, მისი დიდი ბაბუის ძეგლის აღების მომხრეა.

"ეს ძეგლი ეწინააღმდეგება, ბაბუაჩემის მისწრაფებას და წარმოდგენას თანასწორობასა და დემოკრატიაზე. მისი ფილოსოფია არასოდეს ყოფილა, ადამიანის ჩაგვრა ან მონობა. ძეგლი ჩრდილს აყენებს მის დიდებულ წარსულს. ოჯახი მხარს უჭერს აღნიშნული ძეგლის დემონტაჟს" -განაცხადა თეოდორ რუზველტმა.
ცხენზე ამხედრებული რუზველტის ქანდაკებას გვერდში აფროამერიკელი და ამერიკელი ინდიელი კაცების ფიგურები უდგას.
აღსანიშნავია, რომ თეოდორ რუზველტი მეხუთე ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის მართველი საბჭოს წევრია.რუზველტი ნიუ-იორკში დაიბადა და თავად მუზეუმიც მისი მემორიალის ნაწილია. ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ თქვა, რომ მუზეუმმა ძეგლის აღება ითხოვა, რადგან ის შავკანიან და აბორიგენ ადამიანებს დაქვემდებარებულად გამოხატავს და ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობა ამ თხოვნას მხარს უჭერს.

"სწორი გადაწყვეტილებაა და სწორი დროა პრობლემური ქანდაკების ასაღებად". –თქვა მან.
რუზველტი აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი იყო. ის პოსტს 1901 წლიდან 1909 წლამდე იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics