03:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 09:41:42, 14744 ნახვა

Lifestyle
ეს ცხოვრება არაა - 23 წლის ამერიკელი რეპერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკელი რეპერი Queens King Shooter კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ნიუ-ორკის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, 23 წლის შემსრულებელს, ფილტვების პნევმონია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საავადმყოფოში მოხვედრისას, King Shooter-მა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა: "ეს არაა ცხოვრება, მეგონა უფრო ძლიერი ვიქნებოდი".
ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ნიუ-ორკში ცხოვრობდა და იგი ფართო მასებისთვის 2016 წელს, Dave East -თან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით მათ ჰიტი, Eye Witness ჩაწერეს.  King Shooter -ს პოპულარობა წელს გამოშვებულმა სინგლმა They Say მოუტანა. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ჩაწერა ორი EP და ერთი სტუდიური ალბომი. მუშაობდა ლეგენდარული რეპერის Nas ლეიბლზე Mass Appeal.

შეგახსენებთ, რომ King Shooter-ი მესამე რეპერია რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. 24 აპრილს რეპერი Fred the Godson 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამა წლის მარტში კი ბრედ ჯორდანი მეტსახელად "სკარფეისი" COVID19-მა იმსხვერპლა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics