14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 16:52:16, 1085 ნახვა

სამართალი
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ

ბოლნისში აქტივისტს, ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ. ნაბიევმა TV პირველს უთხრა, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან.

ნაბიევის თქმით, თავდასხმის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები გახდა, სადაც ის ბოლნისში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა.

"გუშინ მოვიდა ოთარ ბაირამოვი, რომელიც მარნეულში ცხოვრობს. მითხრა, რატომ წერ რაღაცებს, მოკეტე პირი, მოგკლავო, ბევრი რაღაც მითხრა. მაშინვე შემოვიდნენ 5-7 პირი. ყველამ დამიწყო დარტყმა. რაც მოქალაქეს არ მომწონს, შესაძლოა, ვიდეო გადავიღო და ეს პრობლემა ვაჩვენო". - უთხრა TV პირველს ნაბიევმა.

რადიო მარნეულთან გაკეთებულ კომენტარში ნაბიევმა განაცხადა, რომ მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო.

"9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და, რომ ვუთხარი კი-მეთქი, მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით, ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები". - თქვა ნაბიევმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics