20:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:27:45, 876 ნახვა

სამართალი
ლევან მურუსიძე: თუ შემომთავაზებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციებიც გამართა.

როგორც მურუსიძემ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა გვარმა რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა თავად კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არ ჰქონია.

კითხვაზე-შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, მურუსიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივი იქნება.

"აღნიშნულ ფაქტს არ ვადასტურებ.შესაბამისად, არავითარი კონსულტაცია პრემიერ-მინისტრთან არ მქონია.რამდენჯერმე კი გაიჟღერა ჩემმა გვარმა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეალურად კონსულტაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან პირადად მე ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია.ეს ძალიან დიდი ტვირთია, ამაზე არ მიფიქრია.მაგრამ  მთელი ჩემი მოღვაწეობა იყო სასამართლოში, დავიწყე მოსამართლის თანაშემწეობიდან,  შემდეგომ პირველ ინსტანციაში,  შემდგომ უზენაესში, ახლა ვარ საბჭოს მდივანი, შესაბამისად, თუ იქნება  მიღებული გადაწყვეტილება, ამაზე ვიფიქრებ,   ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. თუმცა ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ნამდვილად არ მაქვს",-აღნიშნა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics