13:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 18:55:47, 672 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს

„სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, მანამდე უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ მმართველობა“, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბურჯანაძემ ასევე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო.

მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის საქმეს უსწრაფესად არ გახსნის, ხელისულფებისთვის ეს დასაწყისის დასასრული იქნება.

„ჭიკაიძის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ადამიანური კუთხით, მაგრამ 28 წლის ბიჭის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაშინ, როდესაც ის უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იღებდა, როგორც სადამსჯელო ორგანიზაციაში მონაწილეობას. ჭიკაიძის გადადგომა „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობას ვერ მოუხსნის. ეს იქნება მათი მმართველობის დასაწყისის დასასრული, თუ უსწრაფესად არ გამოიძიებენ ამ საქმეს. სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაიდანი თბილისში გადმოუტანია, მანამდე უნდა დასრულდეს ამ ხელისუფლების მმართველობა და სამართლიანობა აღდგეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics