13:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 18:13:06, 745 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური განცხადებით, შს მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში განუცხადა.

"მე ახლა ვასრულებ მოვალეობას, როგორც ჩვეულებრივ ხდება ყველა სამინისტროში. როცა მინისტრი ტოვებდა ქვეყანას, მაშინაც მე ვასრულებდი მის მოვალეობას. თუ პრემიერი გადაწყვეტს, რომ მე ვიყო მინისტრი, ან სხვა პირი, ამას თავად იტყვის როცა ჩამოვა", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერს თხოვნით გუშინ მიმართა.

როგორც მოგვიანებით პრემიერ-მინისტმრა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის ჭიკაიძის თხოვნას დააკმაყოფილებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics