2019-05-07 12:30:09, 2743 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ში HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო 44-ე ადგილზეა
მარკეტინგულმა პლატფორმა Socialbakers-მა სოციალურ ქსელ Facebook-ში იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც HaHa რეაქციას ყველაზე ხშირად იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა და ის 44-ე ადგილს იკავებს. სულ სიაში 50 ქვეყანაა შეყვანილი.
სიის მიხედვით, პირველ ადგილზე პერუა, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე მექსიკა. ათეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: გერმანია, ჩილე, ავსტრალია, ბოლივია, კოლუმბია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი. უნდა ითქვას, რომ სიაში საქართველოს არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ მოხვდა.
რას HaHa-ვენ სოცქსელების მომხმარებლები ყველაზე ხშირად უცნობია, თუმცა საქართველოს შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ სოციალური აქტივიზმი, როდესაც მოქალაქეებმა სხვადასხვა საკითხი სწორედ Facebook-ის ამ ფუნქციით გააპროტესტეს.

ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან