17:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 16:56:49, 954 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მირჩეა დუშა დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი დახვდა და სტუმრებს წარმატებული ვიზიტი უსურვა.

აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, საქართველოს ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე, მისი რუმინელი კოლეგა დუმიტრუ ბადეა და რუმინეთის  სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ნიკუ სეკარა.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხვალ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიიღებს. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,  საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 6 აპრილს დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics